ჩემთვის გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება, დაბალრეიტინგულია - მეუფე იაკობი

გამოქვეყნდა:

"ჩემთვის არა", - ასე პაუხობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, მოიაზრება თუ არა ყოფილ პრემიერი, გიორგი გახარია მესამე ძალად. როგორც მეუფე იაკობი ამბობს, გახარია "დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია" და მხოლოდ 3-4%-ის აღებას შეძლებს.

"ჩემთვის არა, იცით ჩემი დამოკიდებულება, მისადმი, უბრალოდ, რომ არ მინდოდა, სახელმწიფოს ჩემი მხრიდან რამე... მე თუ რამეზე დავდექი, ბოლომდე თუ გავაკეთე, აღარ ვუყურებ მერე წინ ვინ დგას. ჩემთვის გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება. მითხარით, რა გააკეთა დადებითი? თქვენს ტელევიზიაზე ვიტყვი და "TV პირველზე", როდესაც მასზე რაღაც ვთქვი მე შემიტიეთ. ვისკენ ხართ? რა ვთქვი ისეთი? ტყული ვთქვი რამე? არ ვიცი [გახარიას] თუ ჭკუა აქვს არ უნდა მოვიდეს. რამდენ პროცენტს აიღებს?  შეიძლება "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კონკურენტი გახდეს 3-4%-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია", - თქვა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის სამომავლო გეგმები ზუსტად ჯერ უცნობია. "გახარიას გუნდმა" პარლამენტში "ქართული ოცნების" რიგები დატოვა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი