​​თუ ვინმეს მთავარი წვლილი მიუძღვის ჩიხურ მდგომარეობაში, ივანიშვილია - ვასაძე

გამოქვეყნდა:

"არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ბრალი ამ ჩიხში, რომელშიც ჩვენ ვართ? - აბა რა. 9 წელი კაცი მმართველი იყო მემკვიდრეობაში დაგვიტოვა ის ქაოსი, რომელშიც ვართ. თუ ვინმეს მიუძღვის მთავარი წვლილი ამ კონტრპროდუქტიულ, ჩიხურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, არის პირადად ეგ კაცი.

ზოგს არ ესმის, როგორ შეიძლება მე ერთი და იგივე ადამიანში პატივს ვცემდე მის ქველმოქმედებას და მძულდეს მისი პოლიტიკა. ჩემთვის ეს თავსებადი რაღაცებია.

მე მადლობელი, ვარ მაგ კაცის, რომ დიდი წვლილი შეიტანა მიშას [მიხეილ სააკაშვილის] მოშორებაში. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან მინდა, როგორც უდიდესი ქველმოქმედი, თუ მას კანონი არ აქვს დარღვეული, წყნარად ცხოვრობდეს გამართულ საქართველოში და აგრძელებდეს თავის ქველმოქმედებას. მაგრამ მთელი მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი ქაოსი და უპერსპექტივობაა, ამიტომ მას როგორც პოლიტიკოსს, რბილად ვიტყვი, პატივს არ ვცემ".

თქვა ჰომოფობიური, ქსენოფობიური, პრორუსული ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ, რომელმაც დღეს, 6 მაისს პოლიტიკაში მოსვალზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პარტია "ერს" აფუძნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი