ღარიბაშვილს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი ეყოლება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი - ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.

"მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში რა თქმა უნდა საქართველოს სამოავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ვაზილ ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. მან უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. 

"მისი ამოცანაა, ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება", - თქვა პრემიერმა.

 პრემიერმინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში აქამდე მრჩეველი არ ჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი