
"წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა" - ასე პასუხობს ენმ-ს წევრს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე.
როგორც ჩიხლაძე ამბობს, რომ თავადაც ესწრებოდა რამდენიმე მოლაპარაკებას და გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ ენმ-ს ამნისტიის პროექტზე, ევროპელი მედიატორების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, პრეტენზიები არ ჰქონია, სიმართლეა:
"წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა. ბატონ მინაშვილის გარდა მოლაპარაკებებზე ათი, თერთმეტი სხვა ადამიანი იყო და ყველა ერთხმად ამბობს იმას, რასაც გიორგი ვაშაძე და ჩვენც ვამბობთ.მეც ვიყავი ზოგიერთ მოლაპარაკებაზე, როცა ბატონი გიორგი არ იყო. შესაბამისად, მეც ვადასტურებ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი მათი მოსაზრება, წინააღმდეგობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, არც დანიელსონი როცა ატარებდა ამას, არც შარლ მიშელის დროს, არ ჰქონიათ"
"ეს იყო უღირსი პოლიტიკური ჟულიკობა" - აკაკი მინაშვილმა გიორგი ვაშაძეს გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში უპასუხა