ოპოზიციის შემდეგ "ოცნება" - ზურაბიშვილს სარჯველაძე და მდინარაძე ხვდებიან

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრები ჩანიშნულია "ქართული ოცნების" ფრაქციის მდივან მამუკა მდინარაძესთან და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესთან. ორბელიანების სასახლეში დეპუტატები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს განიხილავენ.

პრეზიდენტი დღეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც შეხვდა. ორბელიანების სასახლე გომელაურმა უკომენტაროდ დატოვა.

ოპოზიცია ზურაბიშვილს მოუწოდებს კანონპროექტს ვეტო დაადოს. შეხვედრები ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებთან პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი