
"ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, მისი პოზიცია უცვლელია" - ასეთი განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც ის ნიკა მელიას შეხვდა.
რაც შეეხება ევროკავშირის გირაოს, როგორც ბოტკოველი ამბობს, ნიკა მელია ამაზე თანახმაა.
"ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრისა და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება", - თქვა ბოტკოველმა.
იხილეთ ასევე: