
პრეზიდენტთან შესახვედრად ათონელის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მივიდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრებზე საუბარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.
სალომე ზურაბიშვილი დღეს უკვე შეხვდა "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. გომელაურმა პრეზიდენტის სასახლე კომენტარის გარეშე დატოვა. მამუკა მდინარაძემ კი აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის საკუთარი განწყობები არ შეუმჩნევია: