"არ შეუმჩნევია განწყობები" - "ოცნების" დეპუტატების შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მათ არგუმენტებს გაიზიარებს. ეს განცხადება მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

"მოდით განწყობებზე ნუ ვილაპარაკებთ, მას არ შეუმჩნევია და არ მოუხდენია მითუმეტეს დეკლარირება თავისი განწყობის, მან ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა ამასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს ყველა სხვა შეხვედრაზე როგორც მე მივხვდი. მის დასკვნებზე მე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მისი განცხადებით, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ის სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ დაეყრდნობა. მდინარაძის განმარტებით, კანონპროექტს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი დღეს, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც შეხვდა. ორბელიანების სასახლე გომელაურმა უკომენტაროდ დატოვა.

ოპოზიცია ზურაბიშვილს მოუწოდებს კანონპროექტს ვეტო დაადოს. შეხვედრები ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებთან პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი