ლაგოდეხში დაკარგული 85 წლის ქალი, გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში დაკარგული ქალი  გარდაცვლილი იპოვეს.

85 წლის თალიკო მექოშვილს, ახლობლები და ოჯახის წევრები, ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, მოხუცის ცხედარს ერთ- ერთმა ადგილობრივმა სოფელთან ახლოს მიაგნო, რის შემდეგაც ოჯახს აცნობეს.

"ისეთ შეუმჩნეველ ადგილას იყო, შეიძლება იქ ვმოძრაობდით კიდეც და ვერ შევამჩნიეთ. შვილის გარდაცვალების შემდეგ, ავად იყო. არ ვფიქრობთ, რომ ვინმემ რამე დაუშავა. ადგილზე პოლიციაა და ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ"- ამბობს ბიძინა პოსოშვილი

მოხუცი სახლიდან  27 აპრილს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები  იმყოფებიან.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი