"უხერხემლო და უნებისყოფო პრეზიდენტია" - ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას, რეპრესიულ კანონზე ვეტოს არ დადების შესახებ, განსხვავებულად აფასებენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. მმართველი გუნდი ვერ ხვდება, რატომ უნდა დაედო ვეტო, სალომე ზურაბიშვილს კანონზე.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, "პრეზიდენტი დამოუკიდებელი რომ არ ყოფილიყო განხილვას და მსჯელობას ვერ ვიხილავდით".  ღუდუშაური ოპოზიციასაც მიმართავს, რომ "დროა მმართველი გუნდის ოპონენტები შეეგუონ, რომ საქართველოში დემოკრატიაა".

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია ამბობს, რომ იმედი ჰქონდათ, პრეზიდენტი თავის პირველ ვეტოს გამოიყენებდა, თუმცა, როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილმა "კიდევ ერთხელ გვანახა, რომ არის უხერხემლო და უნებისყოფო პრეზიდენტი".

"ლელოს" წევრის, კახა კოჟორიძის თქმით კი პრეზიდენტს, რომელსაც პრეტენზია აქვს დასავლელ პოლიტიკოსობაზე, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

"მე მას პირდაპირ ვუთხარი შეხვედრაზე, რომ პრეზიდენტი, რომელიც არის ევროპაში განათლებამიღებული და აღზრდილი ადამიანი, ცდილობს, რომ ევროპული ყაიდის პოლიტიკოსის იმიჯი შეიქმნას, არ უნდა აწერდეს ხელს კანონპროექტზე, რომელიც გაჟღენთილია საბჭოთა სულისკვეთებით", - თქვა კოჟორიძემ.

"ის, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, პრეზიდენტის რეზიდენციაში, იყო პოლიტიკური პროცესების სიმულაცია" - ამბობენ ოპოზიციის მეორე ნაწილში.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისგან განსხვავებით, "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" არც ჰქონიათ სხვა მოლოდინი სალომე ზურაბიშვილისგან.

პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი