
"რატომ უნდა დაედო ვეტო? არგუმენტი მაინტერესებს. ნებისმიერი ფორმით სხვადასხვა სპეკულაციები აღნიშნულთან დაკავშირებით არის უადგილო და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა. პრეზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელი, რომ არ იყოს, საერთოდ არც კი შეხვდებოდა ოპოზიციას, არცერთ მახარეს, საერთოდ განხილვის ეტაპსაც კი ვერ ვიხილავდით. პრეზიდენტი იმ შემთხვევაში არ იქნება მიკერძოებული თუ ბოკერია-სააკაშვილის მსჯელობას არ გაჰყვება? მინდა, ოპოზიციას ვუთხრა, რომ დროა შეეგუონ იმას, რომ საქართველოში არის დემოკრატია",
ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, პრეზიდენტის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე.