"მდუღარეს გადაგასხამ...ძმა მყავს პოლიციელი, პროკურორი... შუაზე გაგხლეჩენ" - მუქარის ჩანაწერი

გამოქვეყნდა:

26 წლის ყაზახი გოგონას გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ასელ აიტპაევამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავის მეგობარს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, როგორ ემუქრება მას ბრალდებული ბესიკ თოდუა.

"მდუღარეს გადაგასხამ, ცხოველი... მოკეტე... გაგხლეჩ შუაზე, ეს მხოლოდ დასაწყისია იცოდე...შენ რომ კაცი იყო უკვე მკვდარი იქნებოდი. მოგკლავდი... ძმა მყავს პოლიციელი, პროკურორი... მე თუ რამე დამემუქრება ჩემები შუაზე გაგხლეჩენ", - ისმის ჩანაწერში.

ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ ყაზახი გოგონა 2-ჯერ გააუპატიურეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დღეს 26 წლის ყაზახი გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ კაცს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე ვიდეო და აუდიო-მტკიცებულებები წარადგინა.

26 წლის ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის კაცი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი მას ბრალი 7 მაისს წარუდგინა.

ირკვევა, რომ ასელ აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი