გახელაძეებმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აქციები გადადეს

გამოქვეყნდა:

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი დაარწმუნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ზაზას უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად.

გახელაძეების ოჯახმა დაანონსებული საპროტესტო აქციები გადადო.

"დაგვაიმედა და გვჯერა, რა ვიცი იმედია შეასრულებს თავის სიტყვას", - ამბობს ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური.

როგორც ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, იმ შემთხვევაში თუ ღარიბაშვილის დაპირება დაპირებად დარჩა, აქციებს გამართავენ.

"კონკრეტული დრო არ დაუსახელებია, თვითონ გთხოვა, რომ უმოკლეს ვადაში იქნება ცვლილებები, რომლებსაც ელოდებიან. ჩვენა რ ვიცით გზები რომლებსაც ისინი განიხილავენ. გვითხრეს, რომ უფრო გაააქტიურებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენც შესაბამისად, ამ ვადას დაველოდებით და დროებით გადავდებთ აქციებს", - ამბობს ირმა ბუთხუზი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი