ერგნეთის შეხვედრა - ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს

გამოქვეყნდა:

ერგნეთში , "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ძირითადი საკითხები, რომელსაც ქართული მხარე აყენებს ქარელის რაიონის სოფლებში, ბოლო დღეებში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაცია, ასევე ცხინვალის ციხეში დატყვევებული ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის საკითხებია. 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. 

ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ზაზა გახელაძის ოჯახი ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს, ან გეგმას - რას აპირებს  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ, გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავს. 

შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართეს თბილისიდან ჩასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა. ისინი ოკუპაციის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, პოზიციას, ასევე ქარელის მერის განცხადებებს აპროტესტებენ.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი