ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ჩვენი გავლით მომხვდარიყო თანხა ბიუჯეტში - "საიას" განმარტება მელიას გირაოზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ შუამავლის როლი შეასრულა მედიატორის თხოვნით და "საიას" ანგარიშის გავლით, ნიკა მელიას გირაოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩაირიცხება.

"ნიკა მელაის გირაოს თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის, ხოლო ჩვენ ბიუჯეტში გადავრიცხეთ ეს თანხა. იმისათვის, რომ გირაოთი შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ჩვენი გავლით მომხდარიყო და მისულიყო ეს თანხმა ბიუჯეტში. ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა მედიატორის თხოვნა იყო, რომ გირაოს თანხა, ისეთ ორგანიზაციების გავლით ჩარიცხულიყო ბიუჯეტში, რომლების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები. თანხა გადახდილია, დაახლოებით ერთი საათის წინ გადავრიცხეთ ბიუჯეტში. ეს მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან", - ამბობს სიმონიშვილი.

მისივე თქმით, საიას მოტივაცია, იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის რაც შეიძლება დროულად განმუხტვა:

"დღეს საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის წინაშე, ეს კრიზისი დაიწყო დიდი ხანია და განსაკუთრებით გამწვავდა არჩევნების შემდეგ. სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებამ", - თქვა სიმონიშვილმა.

როგორც სიმონიშვილი ამბობს, ორგანიზაცია რჩება ადრინდელი განცხადებების ერთგული და მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ასევე არ იყო არგუმენტირებული მისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხიც.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა დღეს ჩარიცხა. "საიას" ხელმძღვანელის ინფორმაციით, თანხა თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი