ნიკა მელიას გირაოს თანხა თბილისის დროით სამი საათისთვის, თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა - განცხადება "საიას" ხელმძღვანელმა გააკეთა, რომელმაც განმარტა, რა როლი შეასრულა ასოციაციამ ნიკა მელიას გირაოს გადახდაში.
ნიკა სიმონიშვილმა პროცედურებიც განმარტა - როგორ ის ამბობს, პროკურატურას შეუძლია ჩარიცხული თანხის ანგარიშზე ასახვამდეც მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით:
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჯერ არ იყოს ასახული ანგარიშზე, მნიშვნელოვანია ის, რომ არც არის აუცილებელი ამ თანხის ანგარიშზე ასახვა. პირიქით ხდება, ხოლმე, ჯერ შუამდგომლობა შედის, მითუმეტეს ვიცით და დადასტურებულია, რომ თანხა გადარიცხულია, ამ პირობებში არსებობს შესაძლბელობა, რომ პროკურატურა წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და უკვე შემდგომ მოხდება ამ თანხის ანგარიშზე ასახვა" ამბობს "საიას" თავმჯდომარე.