
ნიკა მელიასთვის აღკვეთის შეცვლის სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის თარიღი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
პროკურატურამ შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოში ოფიციალურად ცოტა ხნის წინ შეიტანა.
ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ, 8 მაისს ჩარიცხა.
ამავე თემაზე:
შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმებისთვის სასამართლოს 24 საათიანი ვადა აქვს - სიმონიშვილი