შუამდგომლობის დასაშვებობის შემოწმებისთვის სასამართლოს 24 საათიანი ვადა აქვს - სიმონიშვილი

გამოქვეყნდა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, სასამართლომ 24 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, უნდა განიხილოს შუამდგომლობის დასაშვებობა.

​ამის შემდგომ კი, შუამდგომლობის საკითხი სხდომაზე არსებითად უნდა განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

"სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც შედის პროკურატურის საჩივარი თავდაპირველად მოწმდება მისის დასაშვებობა და დასაშვებობის შემოწმებისთვის სასამართლოს აქვს 24 საათიანი ვადა.

ამ საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს და სხდომა არ ტარდება. შესაბამისად, სასამართლოს თავდაპირველად 24 საათიანი ვადა აქვს, რომ დასაშვებობა შეამოწმოს შუამდგომლობის, შემდგომ გამოიტანს განჩინებას დასაშვებობასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე არსებითად უნდა განიხილოს ეს შუამდგომლობა სხდომაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება",- თქვა ნიკა სიმონიშვილმა "მთავარის" ეთერში საუბრისას. 

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.

მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. 

გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი