"მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი, გადმოდგით თქვენც" - ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ყველას, ვისაც უნდა რომ "ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით დაუდგეს" ლევან ვასაძე 16 მაისს 9 აპრილის ბაღში ეპატიჟება.

პოლიტიკაში წასულმა ვასაძემ  სვანეთიდან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს მოუწოდა შეკრებაზე ოჯახებით მივიდნენ:

"ყველას ეხლა გაძახით როგორც ზეიმზე, რა გვაქვს საზეიმო, მაგრამ მე იქ ჩემი ცოლ-შვილით მოვალ და ყველას გეძახით ოჯახებით , მითუმეტეს, რომ მეორე დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეა, ორშაბათია და ვერ შევიკრიბებით და მოდით, 16-ში ვიზეიმოთ" ამბობს ლევან ვასაძე და მომხრეებს მოუწოდებს, ნუ მიაქცევენ ყურადღებას მის წინააღმდეგ აგორებულ "ცილისწამებებისა და სიბინძურის" კამპანიას.

"მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი, გადმოდგით თქვენც"- მიმართავს ვასაძე მოსახლეობას. 

ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ აფუძნებს პარტიას "ერთობა, რაობა, იმედი" და პოლიტიკაში მოდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი