ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიასთვის საპატიმრო ღონისიძების გირაოთი შეცვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ფეისბუქით" ეხმაურება:

"მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი" წერს მიხეილ სააკაშვილი

ნიკა მელია დღეს სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ციხეს დატოვებს. მისი გირაო ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა, პროკურატურამ კი აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ, 9 მაისს მიმართა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.

დღევანდელ სასამართლოზე ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა პროკურორი არ პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა პრეცედენტი ჯერ გირაო ჩარიცხულიყო და შუამდგომლობა ამ მოთხოვნით სასამართლოში პროკურატურას ამის შემდეგ შეეტანა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი