ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო - მელია პარლამენტში შესვლაზე

გამოქვეყნდა:

ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილება ბლოკ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად - განაცხადა ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად, შევა თუ არა ენმ პარლამენტში.

როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, იცის, რომ პარტიაში ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია და ერთიანი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მოლაპარაკებები, კონსულტაციები და შეხვედრები. მელიას თქმით, სამომავლო გეგმების განსახილველად, კონსულტაციები იქნება ოპოზიციის იმ პარტიებთან, ვინც უკვე შევიდა საკანონმდებლო ორგანოში.

"პარტიაში არის, ვიცი დანამდვილებით, განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, პარტია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგი დასრულდება" - ამბობს მელია

ნიკა მელიამ საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი