"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა და ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა.