
დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია - თქვა ნიკა მელიამ ციხის დატოვების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში.
მელიას თქმით, თუ ოპოზიცია იქნება აქტიური და დინამიური, ბრძოლის მუხტიც გაიზრდება.
"სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში" - ამბობს ნიკა მელია.
ენმ-ს თავმჯდომარემ ციხე სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს დატოვა.