"კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, რაზეც უკვე შევთანხმდით, ეს არის, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ID ბარათებით იქნება, რაც არის ძალიან მაგარი მიღწევა, რაც გვაქვს. ეს არის ერთი საათის მიღწევა"
განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრის კომენტირებისას, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.