გარკვეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ, მე გავათავისუფლე - გორის მერი მოადგილეებზე

გამოქვეყნდა:

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი უარყოფს, რომ მისმა ორმა მოადგილემ თანამდებობა თავის ნებით დატოვა.

მერის თქმით, ისინი მან გაათავისუფლა, რადგან ბოლო პერიოდში "გარკვეული პიროვნების რეკლამირებას ეწეოდნენ".

"ადამიანები, რომლებიც დღეს გათავისუფლდნენ, ბოლო პერიოდში გარკვეული დროის განმავლობაში ეწეოდნენ გარკვეული პიროვნების რეკლამირებას და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მის მხარეზე. იმის მაგივრად, რომ ამდენი გამოწვევები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და მათ თავისი საქმე ეკეთებინათ, ისინი ამ საქმით იყვნენ დაკავებული. ამიტომ, იცით, რომ მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა გააჩნია, ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები ყოფილიყვნენ ასეთ მაღალ თანამდებობაზე. [...] ჩემი ბრძანებით არიან გათავისუფლებულები", - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

მისივე თქმით, მერიაში არანაირი თანამშრომლების სიები არ არსებობს და არავის არავისთვის უთხოვია თანამდებობის დატოვება. 

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გორში პარტია "ქართულ ოცნებას" სხვა წევრებიც დატოვებენ. ამავე თემაზე: 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი