გორის მერის მოადგილეების შემდეგ, თანამდებობას ტოვებს ხაშურის ვიცე მერიც. ზურაბ როსებაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თანამდებობიდან წასვლა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოსთხოვა, რაც დააკმაყოფილა.
როსებაშვილი დარწმუნებულია რომ მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა ეს დავალება პარტია "ქართული ოცნებიდან" მიიღო, რადგან ის გახარიას თანაგუნდელის, გიორგი ხოჯევანიშვილის კადრად მოიაზრებოდა.
როსებაშვილი ხაშურის მერის მოადგილედ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.