შევა თუ არა ენმ პარლამენტში და მოაწერს თუ არა შეთანხმებას ხელს - კონსულტაციები გრძელდება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე ჯერ შეთანხმებულები არ არიან. რამდენიმე მათგანი პარლამენტში შესვლას ღიად მხარს უჭერს, თუმცა პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარე, ნიკა მელია 3 საათზე მეტია ოფისში კონსულტაციებს მართავს.

"კონსულტაციები დღეს არ დასრულდება, იქნება ყველანაირი საუბარი, ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, მათ შორის პარტიის შიგნით, ნიკა აპირებს, რომ შეხვდეს სხვა პარტიების წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას", - თქვა ხატია დაკენოიძემ. 

მისი პირადი აზრით, საპარლამენტო საქმიანობის, როგორც ბრძოლის იარაღად გამოყენება პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 

"ნიკამ განიხილა სხვადასხვა ოფციები, მათ შორის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლა, მე ვამბობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინი არის ის, რომ ეს ორი მოქმედება მოხდება ტანდემში, რომ ენმ შეძლებს საკუთარი ხელმოწერა დასვას ამ დოკუმენტზე და ასევე იყოს წარმოდგენილი პარლამენტში", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

პარტიის კიდევ ერთი წევრილს, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კოლეგებმა დააყენეს რეალობა, როცა პარლამენტში იმდენი ადამიანი შევიდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაც შეუძლიათ.

"ჩემი სუბიქეტური აზრია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა, სადაც ამნისტიის კანონია, ანუ კონკრეტული სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა გათანაბრდნენ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან არის სრული სიგიჟე და ისტორიის გადაწერაში თანამონაწილეობა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ უნდა მივიღოთ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი