"როგორც კუზიანს სამარე არ გაასწორებს, ისე ივანიშვილი არ შეეშვება პოლიტიკურ დევნას" - უგულავა

გამოქვეყნდა:

"ეს საქმე თავიდანვე პოლიტიკური იყო" - ამის შესახებ ოპოზიციონერი გიგი უგულავა საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, მმართველობაში ყოფნის პერიოდში, ყოველ წელს მასზე ახალ საქმეს იწყებს და ჯამში, 8 საქმე აქვთ აღძრული.

ეს საქმე თავიდანვე იყო პოლიტიკური. პოლიტიკური დავალება მიიღო ამ ბადრი საბა გავშელიშვილმა, მერე საერთოდ მე გამომიყვანეს მცემელად და ის პატიოსანი ძიუდოისტი ნაცემად და ახლა ამ საქმიდან თუ კიდევ რამე გამოიდნებოდა, არ მეგონა, მაგრამ ფაქტია, რომ 13-ში ჩანიშნეს [პროცესი].

ახლა საერთოდ სასამართლოდან დაურეკეს ადვოკატს და უთხრეს, რომ კოვიდი აქვს პროკურორს... ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ როცა სჭრდებათ, ორი, სამი და ნახევარი პროკურატურა მოდის ხოლმე და როცა ძაან სჭირდებათ ზონდერ პროკურტორს ამატებენ, როცა ადგილზე პროკურორი არ ჰყოფნით. მოკლედ, ფაქტი არის ერთი - რაც არ უნდა ხელი მოვაწეროთ და შევთანხმდეთ ივანიშვილის რეჟიმთან, რომ სასამართლო არ გამოიყენოს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის და პროკურატურა არ გამოიყენოს ცერბერივით. ეს არის წყლის ნაყვა, როგორც კუზიანს სამარე არ გაასწორებს, ისე ივანიშვილი არ შეეშვება ამას [პოლიტიკურ დევნას].

საშუალო არითმეტიკული რომ გამოვიტანოთ, წელიწადში ერთ საქმეს აღძრავენ ჩემზე... 8 წელიწადია არესებობენ ესენი ხელისუფლებაში და რვავე წელიწადია, რვა საქმე მაქვს.. ხო შეიძლება რაღაცა წერტილი დასვა სადღაც ხო? რამდენი ხანი უნდა იმატრაბაზო ასე, - ამბობს უგულავა.

სასამართლომ დღეს უგულავას წინააღმდეგ ორი წლის წინ თაროზე შემოდებული საქმე განაახლა და პროცესი 13 მაისს ჩანიშნა. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საქმის პროკურორი კორონავირუსითაა ინფიცირებული და სასამარლო სხდომა გადაიდო. 

ცნობისთვის, შემთხვევა 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როცა გოკა გაბაშვილსა და გიგი უგულავას თავს 2 უცნობი პირი დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი