13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენელ გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლოში 13 მაისს მორიგი პროცეში ჩაუნიშნეს. მისი თმით, პროცესი აეროპორტში ძიუდოსტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება.

"რა დილა თენდება.

13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე.

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე", - წერს გიგი უგულავა. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. გოკა გაბაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებით, მათ თავს 2 უცნობი პირი დაესხათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი