50 წლის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგაზვრების სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ადამიანები საფრანგეთის აპლების შორეულ კიდეებს ათწლეულების განმავლობაში იკვლევენ იმ იმედით, რომ ათწლეულების წლის წინ მომხდარი ორი თვითმფრინავის კატასტროფის ნარჩენებს აღმოაჩენენ. სულ ახლახანს, მკვლევრებმა ყველაზე საზარელ ნაწილებს მიაკვლიეს.

1950 წელს, Air India-ს რეისი 245 მონბლანის მთას შეეჯახა და შედეგად ბორტზე მყოფი 48-ვე ადამიანი დაიხოცა. 16 წლის შემდეგ, ამავე ავიაკომპანიის ბომბეიდან ლონდონში მიმავალი თვითმფრინავი ზუსტად იმავე მთათა სისტემას შეასკდა და ყველა მგზავრი, 117 ადამიანი დაიღუპა. 

რამდენიმე დღის წინ, ავიაციის კოლექციონერმა დანიელ როშემ ბოსონის მყინვარზე თვითმფრინავის ნარჩენებთან ერთან ხელი და ფეხის ზედა ნაწილი იპოვა. სავარაუდოდ, ნარჩენები Air India-ს ერთ-ერთი თვითმფრინავის მგზავრებს ეკუთვნით. თუმცა, დაზუსტებით რთულია იმის თქმა, რომელი თვითმფრინავის მგზავრის სხეულის ნაწილებია ნაპოვნი. რადგანაც ეს ადგილი შედარებით ცივია, სხეულის ნაწილები საკმაოდ კარგად არის შემონახული.

როშე ადგილობრივ პოლიციას დაუკავშირდა, რომლებმაც ნარჩენები შამონის დაბლობზე ვერტმფრენებით ჩაიტანეს. ექსპერტები სხეულის ნაწილების ანალიზს აკეთებენ და იმედოვნებენ, რომ მსხვერპლთა ვინაობას დაადგენენ.

მეორე ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, ადგილობრივმა მთის გიდმა თქვა:

15 მეტრიც და თვითმფრინავი კლდეს ასცდებოდა. შეჯახებამ დიდი კრატერი დატოვა მთაზე. ყველაფერი დაქუცმაცებული იყო. რამდენიმე წერილისა და პაკეტის გარდა, ყველაფერი არაიდენტიფიცირებადი იყო. 

მეორე ავიაკატასტროფაში ბირთვული ფიზიკოსი ჰომი ჯეჰანგირ ბჰაბჰაც დაიღუპა, რომელსაც „ინდოეთის ბირთვული პროგრამის მამად“ მოიხსენიებდნენ. ორმა ფრანგმა მთამსვლელმა სავარაუდოდ ბჰაბჰასა და ინდოეთის მთავრობის კუთვნილი ჩანთა ჩამონის მახლობლად, საფრანგეთის ალპებში 2012 წელს იპოვა.

გარდა ექსცენტრიული ცნობისმოყვარეობისა, არსებობს სხვა კარგი მიზეზიც, რატომაც ღირს ამ ნარჩენების ძიება. სამი წლის წინ მთამსვლელებმა მეტალის ყუთი იპოვეს, რომელიც გატენილი იყო ძვირფასი ქვებით. მისი ღირებულება მოგვიანებით $250 000-ად შეფასდა. ადგილობრივი გაზეთის თქმით, თუ მფლობელის ნათესავს ვერ იპოვიან, ძვირფასეულობა მთამსველელებს გადაეცემათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი