საომარი ვითარება ისრაელში | რას ყვებიან იქ მცხოვრები ქართველები

გამოქვეყნდა:

პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმა და სარაკეტო იერიში ისრაელის ცენტრალურ ქალაქებზე - შეტევას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, თუმცა, ირკვევა, რომ შემთხვევის შედეგად არაერთი მოქალაქე დაიღუპა, გარდაიცვალნენ ავტობუსის აფეთქების დროსაც, მათ შორის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იქ არასრულწლოვნებიც იყვნენ.

ხალხი დაიღუპა ღაზას სექტორშიც, საიდანაც "ჰამასი" ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებდა. 

რა ხდება ისრაელში? 

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს ისრაელის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უყვებიან, ამ წუთებში შეტევა აღარ მიმდინარეობს, მაგრამ საზოგადოებაში მოლოდინი მაინც არის - ისრაელის მთავრობის მოლოდინებიდან გამომდინარე, მოსახლეობაც უფრო ინტენსიურ შეტევას ელოდება. 

ქალაქ ბათიამში მცხოვრები ნათია ხარაზიშვილი გვიყვება, რომ თავდასხმის დროს, მოსახლეობის ნაწილი სახლებში, ნაწილი კი სპეციალურად მოწყობილ თავშესაფარში იყო.

ქალაქ ლოდში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით კი, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს, ამ წუთებში, იქ მცხოვრები არაბები ქუჩებში გამოდიან და მანქანებს, რესტორნებსა და კაფეებს წვავენ. ამ ფაქტზე ლოდის მერიც საუბრობს - ამბობს, რომ ქალაქში სამოქალაქო ომი დაიწყო.

ცნობისთვის, "ჰამასმა" ღაზას სექტორიდან თელ-ავივი და ისრაელის ცენტრალური ნაწილი დაბომბა
მანამდე კი, 12 მაისის საღამოს პალესტინურმა დაჯგუფებამ, “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელი ღაზას სექტორში საცხოვრებელ სახლებს ბომბავს და თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, იერიშს თელ-ავივზე მიიტანდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი