12 მაისის თბილისი - თელ-ავივის რეისი არ გადადებულა - Georgian Airrways

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანია Georgian airrways გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია ამბობს, რომ 12 მაისის რეისი თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით არ გადადებულა და ფრენა დაგეგმილ დროს შესრულდება.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხევვაში, თუ ისრაელის აეროპორს ბენ გურინს არ დაკეტავენ, კომპანია ფრენას უცვლელად შეასრულებს.

"ჯორჯიან ეარვეისის 12 მაისის რეისი თბილისიდან თელ ავივის მიმართულებით არ გადადებულა და შესრულდება დაგეგმილ დროს. 19:10 წუთზე თბილისიდან გაფრინდება ჩვენი ბოინგ ბორდი 732 800, საქართველოდან ისრაელში გადაიყვანს 19 მოქალაქეს, ხოლო თელ ავივიდან თბილისში ჩამოიყვანს 166 მგზავრს. რეისი არ გადადებულა. გუშინ აეროპორტი, ბენ გურიუნის დაიკეტა ღამე საომარი მოქმედებების გამო, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ის გახსნილია. თუ სიტუაცია არ შეიცვალა და აეროპორტი არ დახურეს რეისს შევასრულებთ. მაგრამ დღეის მდგომარეობით, ჩვენ მზად ვართ რეისი შევასრულოთ",- თქვა რომან ბოკერიამ.

ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება. ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა.  ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი