გორის მერიას კადრები ისევ ტოვებენ - უწყების ქონების მართვის განყოფილების უფროსმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, მერთან საუბრის შემდეგ დატოვა. გიორგი პაპიტაშვილის განცხადებით, გაუგებარია მისი მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ რატომ გადაწყვიტა კონსტანტინე თავზარასვილმა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
"განვთავისუფლდი გუშინ, 1998 წლიდან ვმუშაობდი, გუშინ მერთან საუბრის შემდეგ დავწერე განცხადება. მერმა მითხრა, რომ ასეთი აზრი არის, რომ თანამდებობა დამეტოვებინა, მიზეზი არ თქმულა რატომ და რისთვის. სამართლებრივ დავას ჯერჯერჯობით არ ვაპირებ, სანამ მიზეზსს არ გავარკვევ", - თქვა გიორგი პაპიტაშვილმა.
მისი განცხადებით, შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ გახარიას გუნდში მოიზარება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
მისივე თქმით, ჯამში გორის მერია უკვე ოთხმა თანამშრომელმა დატოვა. ამავე თემაზე: