კონსულტაციები ენმ-ში | შევა თუ არა პარტია პარლამენტში

გამოქვეყნდა:

დროის ათვლა დაიწყო - მთავარ ოპოზიციურ ძალას ერთკვირიანი ვადა აქვს პოზიციების შესაჯერებლად და მთავარი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. "ნაციონალური მოძრაობა" არ მალავს, რომ ამ ეტაპზე გუნდში აზრთასხვადასხვაობაა და ლიდერები მოლაპარაკების გზით შეჯერდებიან  საერთო პოზიციაზე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, თემასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და ისინი ყველანაირ ვარიანტებს განიხილავენ.

"დღეებზე და ვადებზე ვერ დაგელაპარაკებით. თქვენ იცით, ნიკა მელიაზე ჩვენი განაცხადი - ნიკა უნდა შეხვდეს და კონსულტაცია გაიაროს პარტიის წევრებთან და ეს არ არის მცირე რიცხვი. პოლიტსაბჭოს წევრებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან, სხვადასხვა ჯგუფებთან და ასევე პარტიებთან.

ყველანაირი მოდელობა განიხილება და ყველანაირი ფორმა განიხილება. გუშინ ძალიან დატვირთული დღე იყო, რამდენიმე საათი იყო ამაზე მსჯელობა და ყველა ფორმა შესვლის და არ შესვლის განიხილება პარტიის შიგნით და არის განსხვავებული პოზიციები",- თქვა აკაკი მინაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ხატია დეკანოიძემ დღეს, 12 მაისს Facebook-ზე დაწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებს, პარტიამ პარლამენტიც უნდა გამოიყენოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა. გუშინ, 11 მაისს პარტიის ოფისში პოლიტსაბჭო გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი თემა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი იყო.

პარტიას პარლამენტში შესვლისკენ საერთაშორისო პარტნიორებმაც მოუწოდეს:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი