ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. განცხადებას ის Twitter-ის პირად გვერდზე ავრცელებს:
ჩემო ძვირფასო მეგობრებო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოში! მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში. საჭიროა ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია იმისთვის, რომ მთავრობის კონტროლი ეფექტური გახდეს. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში. ვიმედოვნებ, იგივეს ვიხილავთ საქართველოში! - წერს კუბილიუსი.