
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება დაიწყება. ამის შესახებ მან პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა თქვა, უპილოტო საფრენი აპარატების პროდუქციის გამოშვება 2022 წლიდან დაიწყება.
"ახალი ქართულ-ებრაული საწარმო "დელტას" ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს... თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება, როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შეძენა, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შექმნა. კონკრეტულად, "თავდაცვის ძალები 2030" მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით. ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება. შესაბამისად "დელტას" ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საწარმოს დაარსების შესახებ, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან. უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება, 2022 წლიდან კი პროდუქციის გამოშვება", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობითვის, დღეს, 13 მაისს მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს უსმენენ. ამავე თემაზე: