"გამიხარდება თუ იგი შემოუერთდება პარტიას" - ხაზარაძე სამადაშვილზე

გამოქვეყნდა:

გამიხარდება თუ იგი შემოუერთდება პარტიას, მაგრამ ამ ეტაპზე არ ყოფილა განხილვა - აცხადებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სალომე სამადაშვილის შესაძლო გაწევრიანებაზე მის პარტიაში.

გავრცელებული ინფორმაცია ხაზარაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" არ დაადასტურა.

ხაზარაძე ამ ეტაპზე არ ადასტურებს არც ბადრი ჯაფარიძის შესაძლო კანდიდატობას თბილისის მერობის არჩევნებზე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია "ლელომ" დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არმაზ ახვლედიანთან, სალომე სამადაშვილთან და შალვა შაგვულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა, რომელსაც "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერქმევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი