დასჯილი ადვოკატი - შოთა თუთბერიძე სამართალდამრღვევად ცნეს, პოლიციის მხრიდან გადაცდომა კი ვერ დაინახეს

გამოქვეყნდა:

ვიდეო შოთა თუთბერიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა.

ადვოკატმა საკუთარი დაკავება ტელეფონით გადაიღო, თუმცა ამავე მასალაში ვხვდებით საპატრულო პოლიციის კუთვნილი სამხრე-კამერების ჩანაწერებს.

სასამართლოსთვის ეს მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, ადვოკატი დღეს სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.

ინციდენტი 2021 წლის 8 თებერვლით თარიღდება. შოთა თუთბერიძესა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოულოდნელად გაიგო რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს, თუმცა ყველა პროცედურის და წესის დარღვევით. ადგილზე მისულ ადვოკატს არც გადაადგილების და არც მუშაობის საშუალება მისცეს, ისე რომ არაფერი განუმარტავთ.

პოლიციის ნაცვლად ადვოკატი დაისაჯა. შოთა თუთბერიძემ ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ყველა უწყებას თავად მიმართა, თუმცა მტკიცებულებების მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომა ვერავინ დაადგინა.

საგამოძიებო უწყების რეაგირებას ელოდება ადვოკატთა ასოციაციაც, სადაც კოლეგას სოლიდარობას უცხადებენ.

გამოძიება გრძელდება, თუმცა რა შედეგით დასრულდება, უცნობია.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი