"შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ..."- ირაკლი კობახიძე კახა კახიშვილს პასუხობს

გამოქვეყნდა:

კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - აცხადებს ირაკლი კობახიძე კახიშვილის განცხადებების კომენტირებისას.

კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს კახიშვილთან კონსულტაციები ექნება.

„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. თუ არის რაიმე ინტერესი, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება", - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი