პროკურატურა აზერბაიჯანში ყოფილ ელჩს და მის მრჩეველს გამოკითხავს - კარტოგრაფების პროცესი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დღეს არსებითი განხილვა განახლდა. პროკურატურა ბოლო მომენტამდე არ ასახელებდა ვინ უნდა გამოკითხულიყო მათი მხრიდან. ცნობილია, რომ 3 მოწმიდან ერთ-ერთი კომისიის წევრია, ერთი აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩი 2005-2007 წლებში და მისი მრჩეველი.

საქმეზე ბრალდებულის ადვოკატებიც და ივერი მელაშვილიც ამბობს, რომ პროკურატურა მოწმეების ვინაობის დასახელებასა და მათ გამოკითხვას განზრახ აჭიანურებს. 100 მოწმიდან კი ამ დრომდე მნიშვნელოვანი მოწმეები, მათ შორის პრემიერმინისტრი და მეუფე კირიონი გამოკითხული ამ დრომდე არაა. 

"ძალიან მაინტერესებს რა ჩვენება უნდა მისცეს ზოგადად ალბათ თქვენ იცით როცა თავდაცვის მინისტრი იყო, მაშინ მისი მხრიდან იყო საქმე ინიცირებული და წამოწეული ეს საქმე და ალბათ ექნება სათქმელი რატომ, რისთვის და რის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს საფუძველი ნამდვილად რა აქვს ამ ბრალდებებს", - თქვა ივერი მელაშვილმა.

ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნას 4-5 თვეა ელოდებიან, თუმცა იმ კითხვებზეც კი ვერ იღებენ პასუხს, თუ რა ეტაპზეა ექსპერტიზა. 

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 

28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი