Tweet-ებში აღნიშნული რომ ყოფილიყო, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით - ისრაელის ელჩი

გამოქვეყნდა:

კარგი იქნებოდა თუ საქართველოს ოფიციალური პირების შესაბამის Tweet-ებში აღნიშნული იქნებოდა, რომ ისრაელს საერთაშორისო სამართლის მიხედვით თავის დაცვის უფლება აქვს - ამ განცხადებას საქართველში ისრაელის ელჩი რან გიდორი, მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებების შეფასებისას აკეთებს.

"შესაბამის Tweet-ებში ასევე აღნიშნული რომ ყოფილიყო, რომ საერთაშორისო სამართლით ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ ისიც გვესმის, რომ საქართველოს აქვს თავისი საგარეო ინტერესები, რეგიონული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ საქართველოსგან", - თქვა რან გიდორმა "რადიო თავისუფლების" "დილის საუბრებში".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი