
ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირება გრძელდება. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა, მათ შორის 27 ბავშვია. დამატებით მათი მხრიდან დაჭრილია 600-ზე მეტი ადამიანი.
რადიაკლური ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" და ჯიჰადის შეარაღებული ჯგუფები ადასტურებენ მათ რიგებში 20 ადამიანის დაღუპვის შემთხვევას, თუმცა ისრაელი ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია.
ისრაელის მხრიდან, გარდაცვლილია 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მათი მიმართულებით 2 000 რაკეტა ისროლეს. სამხედროების განცხადებით, ხუთშაბათს ღამით და პარასკევს დილით ანკლავიდან ნასროლი იყო 220 ჭურვი, მათგან 30-მა საზღვარი გადალახა.
მხარეები სარაკეტო შეტევებს ამ მომენტშიც აგრძელებენ. ღაზას სექტორთან მოსაზღვრე ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.
ისრაელის სახმედრო ძალებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ჰამასის" მეტროს გვირაბის სისტემაზე იერიში მიიტანეს.
რა ხდება ახლო აღმოსავლეთში:
დაპირისპირებაა აღმოსავლეთ ისრელში მცხოვრებ არაბებსა და ებრაელებს შორისაც, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და დარბევა დაიწყეს. ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ 374-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 36 ოფიცერი დაშავდა. პრემიერმა ოთხშაბათს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ადგილზე სამხედრო ძალების გაგზავნას აპირებს, მან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ანარქია" უწოდა.