ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი გააუპატიურეს - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურებაში ბრალდებულს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, კ.ქ.-მ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა.კ. გააუპატიურა" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში

სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს და ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი