საარჩევნო რეფორმა | საპარლამენტო ოპოზიცია და "ოცნება" ხვალ კიდევ ერთხელ შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ, პარლამენტში შესულ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე კონსულტაციები გრძელდება. 

ერთ-ერთ სადავო საკითხზე, რაც ცესკო-ს თავმჯდომრის მოადგილის დანიშვნის წესს ეხება, მხარეებმა პოზიციების დაახლოება შეძლეს, თუმცა როგორ დაკომპლექტდება ცესკო-ს ადმინისტრაცია, ჯერ საბოლოო ვერსია არ დამტკიცებულა.

კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. იქამდე კი მხარეები ხვალ კიდევ ერთ დასკვნით შეხვედრას გამართავენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი