ისრაელმა "ჰამასის" ლიდერის სახლი დაბომბა | არის მსხვერპლი და ათობით დაშავებული

გამოქვეყნდა:

ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ლიდერის სახლი დაბომბა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 4 პალესტინელი დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებაც.

პარალელურად კი, "ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს ათამდე ადამიანი იმ დროს დაშავდა, როცა ისინი თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.

Reurers-ის ინფორმაციით, კონფლიქტის მიმდინარეობისას, ღაზას სექტორში სულ 149 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი