რა იქნება პარლამენტში შესული ოპოზიციის გეგმა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში? ჯერ-ჯერობით მათ გეგმა და სტრატეგია არ აქვთ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მჭიდრო კოორდინაცია მნიშვნელოვანია, ნაწილისთვის კი გამარჯვების ფორმულა ინდივიდუალურ კანდიდატებშია.
"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ერთიან კანდიდატზე შეჯერება ოპოზიციისთვის წამგებიანი იქნება, როგორც ამბობენ ნიკა მელიას და ნებისმიერ კანდიდატს "პატივს სცემენ", მაგრამ "მათ უნდა შეცვალონ რეალობა". პარტიის წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩამოაყალიბოს მესამე პოლიტიკური ცენტრი".
"სტრატეგია აღმაშენებლისგან" განსხვავებულ პოზიციაზეა პარტია "ლელო". როგორც საბა ბუაძე ამბობს, "მაჟორიტარი კანდიდატების კოორდინაცია მნიშვნელოვანია". ასევე "ლელოში" მიიჩნევენ, რომ ყველა პარტია უნდა შეეცადოს მაქსიმალურად მიიღოს საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერა.
"არავისთან არევა არ ღირს" - ეს "გირჩის" პოზიციაა. იაგო ხვიჩია არაა დარწმუნებული იმაში, რომ ერთიანი კანდიდატები მმართველ გუნდს ხმებს დააკარგვინებს. მისი თქმით, "გირჩმა" უნდა აიღოს მაქსიმალურად ბევრი ხმა".
იხილეთ ასევე: