შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მოწუწოდებს, რომ დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
შეგახსენებთ, რომ დმანისის ცენტრში ამ დრომდე დაპირისპირებაა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", - წერს უწყება.
შსს-ს განცხადებით, 16 მაისს მოხმდარი დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა იდენტიფიცირებულია და გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას", - წერს უწყება.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.
ამავე თემაზე: