ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე- უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 11 პირი

გამოქვეყნდა:

საბავშვო პორნოგრაფიის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ 11 მოქალაქეს აკავებს. შიდა ქართლის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი კრიმინალურმა პოლიციამ დღეს დილით დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, მასწავლებელი მოსწავლეებს ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტომასალის გადაღებისთვის არჩევდა და დანაშაულებრივი სქემის თანამონაწილე იყო. ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოში მოხალისე მასწავლებლად ჩამოვიდა, რეალურად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, არასრულწლოვნების ინტიმურ ფოტოებს იღებდა, ყიდდა და სწორედ დაკავებულ პედაგოგთან სახლში ცხოვრობდა.  

არასრულწლოვანი შვილების  და მოსწავლეების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით 11 პირი დღეს თბილისსა და გორში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თვეების განმავლობაში მშობლებს საკუთარი არასრულწლოვანი შვილები, რვიდან თოთხმეტ წლამდე გოგონები, გარკევული თანხის სანაცვლოდ, კონსპირაციულ ბინაში ფოტოგრაფთან მიჰყავდათ, პორნოგრაფიული სახის ფოტოებს და ვიდეოებს უღებდნენ, მასალა კი გასაყიდად უცხოეთში იგზავნებოდა.

ბავშვთა პორნოგრაფიის ხმაურიან საქმეზე დაკავებულია გორის ერთ-ერთი საავადმყოფოს სტომატოლოგი. კონკრეტულად რა ფორმით მონაწილებდა ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის დამზადებაში სტომატოლოგი, გამოძიება არ ამბობს.

დაზარალებულ ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. დაკავებულების პირველი სასამართლო პროცესი კი,  სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი