აუცილებელია სიძულვილის ენის აღმოფხვრა, LGBTQ თემის უფლებები დაცული უნდა იყოს - ჰარცელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ქვეყანაში სიძულვილის ენის აღმოფხვრა აუცილებელია. მისივე განცხადებით, ევროკავშირი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში ლგბტქ თემის უფლებებს ყოველთვის დაიცავენ. 

ამ თემზე მან სასტუმრო "რუმსში" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"აუცილებელია ქვეყანაში სიძულვილის ენის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით. ლგბტ თემის მიმართ ზეწოლა ხშირია, რასაც ზოგჯერ ცუდ შედეგამდე მივყავართ. დიდი გამოწვევაა საზოგადოების აზრიც, როდესაც კულტურას და ტრადიციებს დიდი გავლენა აქვს და ამ კონტექსტშიც პოლიტიკოსების როლი სასიცხოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვენლოვანი მედიის როლიც ამ პრობლემის მოგვარებაში. 

ევროკავშირი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში ლგბტ თემის მიმართ გვერდით დგომას გამოხატავენ და მათ უფლებებს ყოველთვის დაიცავენ", - თქვა კარლ ჰარცელმა. 

15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქი უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერა. პარტიები თანხმდებიან, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები ქვეყანაში დაცული უნდა იყოს და სახელმწიფომ ყველას უსაფრთხოებაზე იზრუნოს. დოკუმენტს ხელს მხოლოდ "ქართული ოცნება" არ აწერს.

დღევანდელ შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრებოდა:

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის გაეროს საერთაშორისო დღე თბილისი პრაიდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლითა და საქართველოს 15 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ ლგბტქ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებაზე ყურადღების გამახვილებით აღნიშნა. 
ლგბტქ უფლებების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მხარდაჭერისთვის აშშ-ის საელჩო მიესალმება აღნიშნულ პარტიებს, რომლებიც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის ხმას წარმოადგენენ - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში.

სწორედ, ამ შეთანხმებაზე მსჯელობით გადაწყვიტეს 17 მაისის, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა LGBT+ თემის წარმომადგენლებმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი