ისეთი საარჩევნო მანქანა აქვს აწყობილი "ოცნებას", დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მისი მერობის კანდიდატი - მანჯგალაძე

გამოქვეყნდა:

ჩვენ წარმოვადგენთ იმ კანდიდატს, ვისაც ყველაზე მეტი მიმღეობა ექნება იმ ჯგუფში, რომელიც არ უჭერს მხარს არც ნაციონალურ მოძრაობას და არც "ქართულ ოცნებას" - ეს განცხადება პაატა მანჯგალაძემ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პარტიის საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით  ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ისეთი საარჩევნო მანქანა აქვს აწყობილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მოსყიდვის "ქართულ ოცნებას", მგონი, დიდი და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მისი მერობის კანდიდატი. ჩვენ წარმოვადგენთ იმ კანდიდატს, ვისაც ყველაზე მეტი მიმღეობა ექნება იმ ჯგუფში, რომელსაც არ უჭერს მხარს არც ნაციონალურ მოძრაობას და არც "ქართულ ოცნებას", რომ ჯამში ყველამ ერთად ბევრი ხმა წავართვათ ქართულ ოცნებას",- თქვა პაატა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი